„ტექნოვეიშენ საქართველო“    განსაკუთრებული ღონისძიებები

  • იანვრის დასაწყისი/იანვრის შუა რიცხვები – ვირტუალური გაცნობითი შეხვედრა! გაიცანი “ტექნოვეიშენის“ წამყვანი გუნდი, სხვა მონაწილეები და გაიგე უფრო მეტი პროექტის შესახებ.

  • ​ თებერვლის შუა რიცხვები/ თებერვლის ბოლო – ერთდღიანი ვორქშოფი შენს რეგიონში პროექტზე რეკომენდაციების მისაღებად, რეგიონის სხვა გუნდებთნ შესახვედრად, და “ტექნოვეიშენ“ ლიდერშიფის გუნდთან გასაცნობად.

​​

  • მარტის ბოლო/აპრილის დასაწყისი – კიდევ ერთი ერთდღიანი ვორქშოფი შენს რეგიონში საბოლოო დეტალების დასამუშავებლად, რათა დარწმუნდე, რომ პროექტი მზად არის 2022 წლის 26 აპრილს ჩასაბარებლად.

  • მაისი – გალა შეხვედრა – ყველაზე მნიშვნელოვანი დღე!  შენი გუნდი ჟიურის წევრებს წარუდგენს საკუთარ პროექტს და საქართველოს მასშტაბით აირჩევიან გამარჯვებულები უმცროსი (13დან 15წლამდე) და უფროსი (16დან 18 წლამდე) დანაყოფებიდან.

  • ივლისის ბოლო/აგვისტოს დასაწყისი – Techno-Palooza Camp (სუპერ-ტექნო ბანაკი) – ყველა ის გუნდი, რომელიც გალა შეხვედრაზე დასრულებულ პროექტს წარადგენს, გაწეული შრომის დასაფასებლად მიწვეული იქნება ძალიან საინტერესო საზაფხულო ბანაკში, სადაც ისინი ისწავლიან შემდგომში როგორ განივითარონ მეწარმეობის, ინოვაციების, ლიდერობის და ტექნოლოგიების მიმართ არსებული ინტერესები და თან გაერთონ!